Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ვიცე-პრემიერმა სმოლენსკის ავიაკატასტროფაზე ისაუბრა


რუსეთის ვიცე-პრემიერ სერგეი ივანოვის განცხადებით, საერთაშორისო სამართალი ყოველგვარი ბრალდებისაგან ათავისუფლებს რუს ავიადისპეჩერებს, სმოლენსკთან პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფასთან მიმართებით. ავიაკატასტროფამ, რომელიც 2010ი წლის აპრილში მოხდა, 96ი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის. სერგეი ივანოვმა სახელმწიფო ტელევიზიას უთხრა, რომ არასწორია პოლონეთის განცხადება, თითქოს რუს ავიადისპეჩერებს პოლონელი პილოტებისთვის არ ჰქონდათ მიწოდებული სათანადო ინფორმაცია. ივანოვის თქმით, დისპეჩერებმა თავიანთი მოვალეობა შეასრულეს და მათ, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არ ჰქონდათ უფლება, დაჯდომა აეკრძალათ თვითმფრინავისთვის. რუსმა გამომძიებლებმა ორი კვირის წინა წარმოადგინეს დასკვნა, რომ პოლონელი ოფიციალური პირები კოკპიტში იყვნენ შესული და პილოტებზე ზეწოლას ახდენდნენ, რათა მათ თვითმფრინავი დაესვათ, უამინდობის მიუხედავად. საპასუხოდ პოლონეთმა განაცხადა, რომ რუს დისპეჩერებს ეკისრებათ ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG