Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა სენატს სთხოვა ბრაიზას დამტკიცება აზერბაიჯანში ელჩის პოსტზე


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სენატს მიმართა თხოვნით, აზერბაიჯანში ელჩის პოსტზე დაამტკიცოს მეთიუ ბრაიზა, რომლის კანდიდატურასაც ამერიკელ სომეხთა ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან. ბრაიზას ნომინაცია გასულ წელს შეფერხდა ზოგი სენატორის უარყოფითი დამოკიდებულების გამო. ამ სენატორებს შორის არის ბარბარა ბოქსერი, რომელიც კალიფორნიაში სომეხთა დიასპორის ინტერესებს იცავს. ობამამ დეკემბერში ისარგებლა უფლებით, დროებით დაენიშნა ბრაიზა აზერბაიჯანში ელჩის პოსტზე, ხოლო 26 იანვარს ბრაიზას ნომინაცია სენატს წარუდგინა დასამტკიცებლად. ამერიკელ სომეხთა სათვისტომოს შეფასებით, ბრაიზას მეტისმეტად ახლო ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
XS
SM
MD
LG