Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებებია


ეგვიპტეში ათასობით დემონსტრანტი მონაწილეობს საპროტესტო გამოსვლებში, პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასთან დემონსტრანტების შეტაკებები მოხდა რამდენიმე ქალაქში. თვითმხილველების თქმით, კაიროში პოლიციამ რეზინის ტყვიები, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა საპროტესტო აქციის წინააღმდეგ, დემონსტრანტები კი ქვებს ისროდნენ. ზოგი შეტაკება მოხდა ახლოს იმ მეჩეთთან, რომელშიც ოპოზიციის წევრი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მოჰამედ ალ ბარადეიც იყო მისული, პარასკევის ლოცვაზე დასასწრებად. როგორც იუწყებიან, შეტაკებები მოხდა ეგვიპტის კიდევ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ალექსანდრიაში. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ ინფლაციის, უმუშევრობის და პრეზიდენტ მუბარაქის ავტორიტარული მმართველობის გამო. საპროტესტო აქციები სამშაბათს დაიწყო. მას შემდეგ შვიდი ადამიანია დაღუპული.
XS
SM
MD
LG