Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევმა ხელი მოაწერა START-ის რატიფიკაციას


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბირთვული შეიარაღების შესახებ შეერთებულ შტატებთან ახალი ხელშეკრულების რატიფიკაციას. ხელშეკრულება, რომელსაც START-ს უწოდებენ, მხარეებს ავალდებულებს ბირთვული არსენალის შემცირებას: თითოეულ მხარეს უწესდება 1550 ბირთვული ქობინის ლიმიტი. ამასთან, ამოქმედდება მონიტორინგი, რომელიც 2009 წლის დეკემბერში დასრულდა შეიარაღების შესახებ წინა ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვასთან ერთად. ხელშეკრულება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც რატიფიკაციის დოკუმენტებს გავცლიან შეერთებული შტატების და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები, ჰილარი კლინტონი და სერგეი ლავროვი.
XS
SM
MD
LG