Accessibility links

logo-print

პეტერ სემნები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება


თბილისში იმყოფება სამხრეთ კავკასიაში ევროპის კავშირის სპეციალური წარმომადგენელი პეტერ სემნები, რომელიც დახურულ კარს მიღმა ესაუბრა ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის წარმომადგენლებს. 16 საათზე დაიწყო პეტერ სემნების შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან. მანამდე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი იმყოფებოდა სოხუმში, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრთან სერგეი შამბასთან შეხვედრისას კოდორის ხეობაში დევნილთა დაბრუნების საკითხი დასვა. სემნების განცხადებით, ხეობაში მიტოვებული სახლები ერთი, ან ორი წლის შემდეგ საცხოვრებლად უვარგისი იქნება. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებას დაუდასტურა, რომ ევროკავშირი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკას განაგრძობს, თუმცა პროცესებში მათ ჩართულობას ემხრობა.
XS
SM
MD
LG