Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიაში ათასობით დემონსტრანტმა მოითხოვა რეფორმები


იორდანიის რამდენიმე ქალაქში გაიმართა დემონსტრაციები პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების, ისევე როგორც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. საპროტესტო აქციები პარასკევის ლოცვის შემდეგ ჩატარდა. დედაქალაქ ამანში სამიათასამდე დემონსტრანტმა ჩაიარა ეგვიპტელი დემონსტრანტების მხარდამჭერი შეძახილებით. პოლიციის ცნობით, 2000-მდე ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციებზე იორდანიის კიდევ ორ ქალაქში. ამ ქვეყანაში ზედიზედ მესამე კვირაა, დემონსტრაციები იმართება პარასკევის ლოცვის შემდეგ. იორდანიის მეფე აბდულა მეორემ პირობა დადო, რომ განახორციელებენ გარკვეულ რეფორმებს.
XS
SM
MD
LG