Accessibility links

ქაიროში იზრდება დაღუპულთა რაოდენობა


ექიმების ინფორმაციით, პოლიციის ნაწილებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებისას ქალაქ სუეცში 14 ადამიანი დაიღუპა და 75 დაიჭრა. ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში კი 10 ადამიანი დაიღუპა და ათასამდე დაიჭრა. ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის ბრძანებით, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი გამოცხადდა, ხოლო ქაიროს ქუჩებში პოლიციის დასხმარებლად არმიის ნაწილები გამოიყვანეს. თუმცა, დემონსტრანტები წინააღმდეგობას არ წყვეტენ. რამდენიმე ჯგუფი შეეცადა, იერიშით აეღო სახელმწიფო ტელევიზია და საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა. დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს მმართველი პოლიტიკური პარტიის შტაბ-ბინებს ქაიროსა და ეგვიპტის კიდევ ორ ქალაქში. დასავლეთის მედია, ეგვიპტის პარლამენტის სპიკერზე დაყრდნობით, იუწყება, რომ სულ მალე გამოცხადდება ხელისუფლების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
XS
SM
MD
LG