Accessibility links

logo-print

ჰოსნი მუბარაქმა მთავრობა დაითხოვა


ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა მთავრობა დაითხოვა და განაცხადა, რომ ახალი მთავრობის წევრთა ვინაობას 29 იანვარს დაასახელებს. ამის თაობაზე ეგვიპტის ლიდერმა გვინ ღამით საგანგებო მიმართვის დროს აცნობა ეგვიპტის მოსახლეობას. მუბარაქმა მწუხარება გამოთქვა მსხვერპლის გამო. ექიმების ინფორმაციით, პოლიციის შენაერთებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებისას ქალაქ სუეცში 14 ადამიანი დაიღუპა და 75 დაიჭრა. დედაქალაქ ქაიროში კი 10 ადამიანი დაიღუპა და ათასამდე დაიჭრა. ეგვიპტის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კომენდანტის საათის გამოცხადება და არმიის ნაწილების ქუჩებში გამოყვანა მას ქვეყანაში შექმნილმა მძიმე მდგომარეობამ უკარნახა. „ანტისამთავრობო გამოსვლები შეთქმულების გეგმის ნაწილია, რომელიც ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობას და ქვეყანაში დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად“ - განაცხადა ერისადმი სატელევიზიო მიმართვაში ჰოსნი მუბარაქმა. დემონსტრანტები მოითხოვენ მუბარაქის გადადგომას, სამუშაო ადგილებსა და ქვეყანაში რეფორმების გატარებას.
XS
SM
MD
LG