Accessibility links

logo-print

ობამა ეგვიპტის მთავრობას მოუწოდებს არ მიმართოს ძალადობას


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ეგვიპტის მთავრობას მოუწოდებს თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან ჰოსნი მუბარაკის მმართველობის წინააღმდეგ მიმდინარე მშვიდობიანი აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ. პარასკევს საღამოს, ვაშინგტონიდან გავრცელებულ განცხადებაში ობამა ამბობს, რომ აშშ კვლავინდებურად მხარს უჭერს ეგვიპტელი ხალხის უფლებებს - მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებებს. ობამას თქმით, ის მუბარაკს ტელეფონით ესაუბრა და მოუწოდა „კონკრეტული ნაბიჯები“ გადადგას დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად. ეგვიპტის მთავრობისთვის აშშ მნიშვნელოვან მოკავშირეს წარმოადგენს. ვაშინგტონი კაიროს ყოველწლიურად დაახლოებით 1.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს ეკონომიკური და სამხედრო დახმარების სახით.
XS
SM
MD
LG