Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში მთავრობა გადადგა


ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მთავრობის წევრები უკვე ოფიციალურად დათხოვნილად ითვლებიან იმ ფონზე, როცა ქვეყანაში მეხუთე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. კაბინეტის წევრები მას შემდეგ გადადგნენ, რაც პარასკევს, გვიან ღამით, მთავრობის დათხოვნის პირობა პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა დადო სატელევიზიო გამოსვლაში - თუმცა დასძინა, რომ თავად ხელისუფლებაში რჩება. საპროტესტო გამოსვლები ქუჩებში დღესაც გრძელდება. ცნობილი ეგვიპტელი დისიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი, მუჰამედ ელ ბარადეი მედიასთან საუბარში ამბობს, რომ მუბარაკი „უნდა წავიდეს“. ეგვიპტის ჯარმა დღეს საზოგადოებას მოუწოდა, დაემორჩილონ დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას და არ შეიკრიბონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მაგრამ აქციები მაინც გრძელდება კაიროს ცენტრში, ალექსანდრიაში და სხვა დიდ ქალაქებში. ოფიციალური ცნობით, ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ შეტაკებებს 45 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია დაახლოებით 2,000.
XS
SM
MD
LG