Accessibility links

logo-print

თურქეთი: ევროკავშირი „ქრისტიანთა კლუბად“ ყალიბდება


თურქეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ევროკავშირი საკუთარ თავში ჩაკეტილ, „ქრისტიანთა კლუბად“ ყალიბდება - მიუხედავად იმისა, რომ ანკარას ბლოკში გაწევრიანება სურს. დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ალი ბაბაჩანმა განაცხადა, „ჩვენ ყოველთვის გვწამდა, რომ ევროკავშირი დიდი სამშვიდობო პროექტი იყოო“ - თუმცა დასძინა, რომ ევროკავშირის „ღია კარის პოლიტიკა აღარ მოქმედებს“. ბაბაჩანის თქმით, „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც თურქეთს არ აძლევს ევროკავშირის წევრად ქცევის საშუალებას, ის არის, რომ ევროკავშირი ქრისტიანთა კლუბია. ეს კი, ჩვენი აზრით, ძალიან, ძალიან საშიში რამააო.“ ანკარამ ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკება 2005 წელს დაიწყო, მაგრამ პროცესს ხელშესახები პროგრესი არ მოჰყოლია. თურქეთის გაწევრიანებას ევროკავშირის რამდენიმე წამყვანი წევრი ეწინააღმდეგება, თურქეთში რეფორმების არასაკმარისად გატარების და კვიპროსის საკამათო საკითხის საბაბით.
XS
SM
MD
LG