Accessibility links

logo-print

ფლორიდაში „ჩელენჯერის“ დაღუპვის 25-ე წლისთავი აღნიშნეს


ასობით პირმა მიიღო მონაწილეობა ფლორიდაში, კენედის სახელობის ცენტრში გამართულ ცერემონიაში, სადაც კოსმოსური ხომალდის, „ჩელენჯერის“ აფეთქების 25-ე წლისთავი აღნიშნეს. 1986 წლის 28 იანვარს შვიდი ასტრონავტი დაიღუპა. აფეთქება ხომალდის გაშვებიდან სულ რაღაც 73 წამში მოხდა, ერთ-ერთი მოტორის გაუმართაობის მიზეზით. დაღუპულებს შორის იყო კრისტა მაკაულიფი, სკოლის მასწავლებელი, რომელიც კოსმოსში მიმდინარე მისიაში მონაწილე პირველი არაპროფესიონალი ასტრონავტი უნდა გამხდარიყო.
XS
SM
MD
LG