Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლანდიის საგარეო უწყებაში ირანის ელჩი დაიბარეს


ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ქვეყანაში ირანის ელჩი დაიბარეს გავრცელებული ცნობების გამო, რომ დღეს ირანში ჩამოახრჩვეს წარმოშობით ირანელი, ჰოლანდიის მოქალაქე ქალი - რომელიც ირანში 2009 წლის საკამათო არჩევნების გასაპროტესტებლად გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღების შემდეგ დააპატიმრეს. ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობა ამ ცნობის გადამოწმებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, დაკავებული ქალი - ზაჰრა ბაჰრამი - ნარკოტიკების შენახვის და გაყიდვის გამო ჩამოახრჩვეს.
XS
SM
MD
LG