Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალჟირში ათასობით პირმა ანტი-სამთავრობო აქცია გამართა


გავრცელებული ცნობებით, ალჟირის ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ ბეჯაიაში ათასობით პირმა მიიღო მონაწილეობა მთავრობის წინააღმდეგ გამართულ აქციაში. დღევანდელი აქცია განაგრძობს დემონსტრაციებს, რომლებიც მეზობელ ტუნისში მომხდარი ამბოხებით არის შთაგონებული. ორგანიზატორების თქმით, დემონსტრანტებმა მშვიდობიანი მსვლელობა გამართეს, ქუჩებში პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობის ყოფნის ფონზე. ალჟირის მთავრობამ სწრაფად მოახდინა დემონსტრაციებზე რეაგირება - შეამცირა ფასები ზეთზე, შაქარზე და პირველადი მოხმარების სხვა პროდუქტებზე და აცხადებს, რომ ამ პროდუქტების სუბსიდირებას მომავალშიც გააგრძელებს. ბოლო პერიოდში ალჟირში ამ პროდუქტების ფასები მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი.
XS
SM
MD
LG