Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიება: დომოდედოვოში აფეთქების მომწყობი კავკასიიდან იყო


რუსეთში გამომძიებლები აცხადებენ, რომ პირი, რომელმაც ორშაბათს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში თავი აიფეთქა, 20 წლის კაცი იყო კავკასიის რეგიონიდან და მისი თავდასხმის განსაკუთრებულ სამიზნეს უცხოელები წარმოადგენდნენ. ფედერალური საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის, ვლადიმირ მარკინის თქმით, „ფაქტი, რომ ეს ტერორისტული აქტი საერთაშორისო რეისების მოსაცდელ დარბაზში მოხდა, შემთხვევითობას არ წარმოადგენდა“. კომიტეტი აცხადებს, რომ მან თავდამსხმელის სახელი იცის - თუმცა, სანამ მისი მოკავშირეების დაპატიმრების ოპერაცია მიმდინარეობს, მას საჯაროდ არ გამოაცხადებს. დომოდედოვოში თავდასხმას 45 ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა 180 პირი.
XS
SM
MD
LG