Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში გამოსვლები გრძელდება


ეგვიპტის ქალაქების ქუჩებში გააძლიერეს სამხედროთა რაოდენობა, მას შემდეგ, რაც ანტი-სამთავრობო აქციები წუხელ მაროდიორობის და ვანდალიზმის თანხლებით წარიმართა. სამხედროებმა კაიროს, ალექსანდრიის, სუეცის და სხვა ქალაქების ქუჩებში პოლიციელები ჩაანაცვლეს. ჯარი თავიდან სტრატეგიული მნიშვნელობის სამთავრობო შენობებს იცავდა - მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო ტელევიზიას. თუმცა, გავრცელებული ინფორმაცია მოწმობს, რომ სამხედროებმა დღეს უკვე პოლიციის ფუნქციების შესრულებაც დაიწყეს, ქაოსის ესკალაციის თავიდან ასარიდებლად. სკოლები, ბანკები და საფონდო ბირჟა დაკეტილი რჩება. კაიროს უბნებში ადგილობრივი მოსახლეობა პატრულირებას ახდენს და მაღაზიების და კერძო საკუთრების მაროდიორებისგან დაცვას ასე ცდილობს. წუხელ ათასობით დემონსტრანტი არ დაემორჩილა გამოცხადებულ კომენდანტის საათს და კვლავ ქუჩაში დარჩა, პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის გადადგომის მოთხოვნით. შაბათს მუბარაკმა თავისი დაზვერვის ხელმძღვანელი და ახლო მოკავშირე, ომარ სულეიმანი ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა. ცხადდება, რომ მომავალი სამი დღის განმავლობაში კიდევ გატარდება ცვლილებები.
XS
SM
MD
LG