Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არეულობის ფონზე ეგვიპტეში პატიმრები გაიქცნენ


დღეს, გამთენიისას შეიარაღებულმა პირებმა ეგვიპტეში სულ მცირე 4 ციხეზე მიიტანეს იერიში და ასობით მუსულმან ექსტრემისტს და კიდევ უფრო მეტ სხვა პატიმარს გაქცევის საშუალება მისცეს იმ ფონზე, როცა პოლიციამ ციხეებში თავისი საგუშაგოები მიატოვა და ეგვიპტის ქალაქების ქუჩებიდანაც გავიდა. ეგვიპტის უსაფრთხოების სტრუქტურების ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, სულ 1,000 პატიმარია გაქცეული. ეგვიპტის აკრძალული ოპოზიციური ჯგუფის, მუსულმანთა საძმოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გაქცეულ პატიმრებს შორის ამ მოძრაობის 34 წევრია. ოფიციალური ცნობებით, კაიროს, ალექსანდრიის, სუეცისა და სხვა ქალაქების ქუჩებში მყოფი სამხედროები გაქცეული პატიმრების შეპყრობას ცდილობენ. ზოგ შემთხვევაში მათ პოლიციაც ეხმარება. ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა კადრები, რომლებშიც, მისი თქმით, ათობით გაქცეული პატიმრის ხელახალი დაკავებაა ასახული.
XS
SM
MD
LG