Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში მატარებლების შეჯახებას 10 ადამიანი ემსხვერპლა


გერმანიიდან მოსული ცნობების თანახმად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მატარებლების შეჯახების გამო. როგორც იუწყებიან, სატვირთო და სამგზავრო მატარებლების შეჯახება შაბათს გვიან ღამით მოხდა საქსონია-ანჰალტის ოლქში, რის შედეგადაც სამზავრო მატარებლის რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. შეტაკების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ავარიის ადგილას 150-ზე მეტი მეხანძრე, პოლიცია და მაშველები მივიდნენ. როგორც იუწყებიან, სამგზავრო მატარებელი ქალაქ მაგდებურგიდან ჰალბერშტატისკენ მიემართებოდა.
XS
SM
MD
LG