Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტე ალ-ჯაზირას ჩახშობას ცდილობს


ეგვიპტის მთავრობამ დღეს სცადა აღეკვეთა ტელეკომპანია ალ-ჯაზირას მიერ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების გაშუქება - თუმცა მაუწყებელი აცხადებს, რომ მისი გაჩუმება შეუძლებელია. ეგვიპტის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, გაცემულია ბრძანება ეგვიპტეში ალ-ჯაზირას ყველა მოქმედების აღკვეთასა და მისი ლიცენზიების გაუქმების შესახებ. ალ-ჯაზირას ეგვიპტეში მომუშავე კორესპონდენტებს პრესის ბარათები გაუუქმეს. ეგვიპტის სატელიტურმა ოპერატორმა, „ნილესატმა“, შეწყვიტა ალ-ჯაზირას მაუწყებლობის გადაცემა - თუმცა კაიროში ტელეკომპანიის გადაცემების ყურება მაინც შესაძლებელია, სხვა სატელიტის - „არაბსატის“ - მეშვეობით.
XS
SM
MD
LG