Accessibility links

logo-print

სუდანში პოლიციასა და მთავრობის მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება მოხდა


სუდანის პოლიციამ სცემა და დააპატიმრა ხართუმში ჩატარებული ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილე სტუდენტები - რომლებიც ეგვიპტესა და ტუნისში სახალხო ამბოხებით იყვნენ შთაგონებული. ასობით შეიარაღებულმა პოლიციელმა ცრემლმდენი გაზით და ხელკეტებით შეუტია ახალგაზრდა სუდანელ დემონსტრანტებს. გადაიკეტა დედაქალაქში მოქმედი ოთხი უნივერსიტეტის შესასვლელები. სუდანში საპროტესტო ჯგუფები სოციალური საინტერნეტო ქსელებზე, მათ შორის ფეისბუქზე, მიმდინარე თვეში გაჩნდა. ამ ჯგუფებს სხვადასხვა სახელი აქვთ - მაგალითად, „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ და „ნაპერწკალი“.
XS
SM
MD
LG