Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში პოლიციამ ოპოზიციის აქცია დაშალა


ბელორუსიის პოლიციამ დააკავა დაახლოებით 10 პირი, რომლებიც უშიშროების შტაბ-ბინის წინ გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ. აქცია დეკემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ საპროტესტო დემონსტრაციებზე დაპატიმრებული ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლების მოთხოვნით იმართებოდა. გუშინ ციხიდან დეკემბერში დაპატიმრებული შვიდი პირი გაათავისუფლეს, თუმცა საპატიმროში ჯერ კიდევ რჩება დაახლოებით 25 ადამიანი - მათ შორის ისინი, ვინც ავტორიტარული პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკას მეტოქეები იყვნენ კენჭისყრაზე. დღევანდელი აქცია დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა მანამ, სანამ მას პოლიცია დაშლიდა. აქციის მონაწილეები ჩუმად იდგნენ, ხელში სანთლები და დაპატიმრებულების ფოტოები ეჭირათ. ბელორუსიაში არჩევნების შემდგომ დაპატიმრებებს აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს ბრიუსელში შეიკრიბებიან და სავარაუდოდ ბელორუსიისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG