Accessibility links

logo-print

გერმანია ირანს ორი ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს


გერმანიამ დღეს ირანს მოუწოდა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ორი ჟურნალისტი, რომლებიც იმ ქალის საქმის გაშუქებისას დააკავეს, ვისთვისაც გამოტანილმა სიკვდილით დასჯის განაჩენმა საერთაშორისო რეზონანსი და კრიტიკა გამოიწვია. გერმანიის იუსტიციის მინისტრი ამ მოწოდებით გაზეთ „ბილდ ამ ზონტაგში“ გამოვიდა. დაპატიმრებული ჟურნალისტები - მარკუს ჰელვიგი და იენს კოხი - სწორედ ამ გაზეთის კორესპონდენტები არიან. ისინი ოქტომბერში, თავრიზში დააკავეს, ჩაქოლვის გზით სიკვდილმისჯილი ქალის - საკინე მუჰამედი აშტიანის - ვაჟისა და ადვოკატისთვის ინტერვიუს ჩამორთმევის გამო.
XS
SM
MD
LG