Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი განაახლებს ბელორუსიის წინააღმდეგ სანქციებს


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს სავარაუდოდ დააწესებენ სანქციებს ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშონკას რეჟიმის წინააღმდეგ. მოელიან, რომ ევროკავშირი განაახლებს სავიზო აკრძალვას ლუკაშენკოსა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, რაც იქნება პასუხი 2010 წლის 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებაზე. ბრიუსელის დღევანდელ შეხვედრამდე ორი დღით ადრე ბელორუსიის ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა 7 დაკავებული, მათ შორის - პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვლადიმირ ნიკლიეავი და ასევე პრეზიდენტობის კანდიდატ ანდრეი სანნიკოვის მეუღლე, ცნობილი ჟურნალისტი ირინა ხალიპი. თავად სანნიკოვი ციხეში რჩება. ციხიდან გათავისუფლებულები შინაპატიმრობაში რჩებიან.
XS
SM
MD
LG