Accessibility links

logo-print

გალში სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა


ოკუპირებულ ქალაქ გალში გაიმართა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. თბილისის დელეგაციამ, რომელსაც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ხელმძღვანელობდა, აფხაზურ და რუსულ მხარეებს მოსთხოვა გასული წლის შემოდგომაზე თბილისში განხორციელებულ ტერაქტებში ეჭვმიტანილი მერაბ ყოლბაიასა და მუხრან ცხადაიას გადაცემა. შოთა უტიაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, ქართული მხარე მოითხოვდა, ტერაქტების ორგანიზატორად მიჩნეული რუსი ოფიცრის, ბორისოვის, დაკითხვას, თუმცა, ოკუპირებულ რეგიონში მყოფი რუსული სამხედრო ძალების სარდლობა ირწმუნება, რომ ბორისოვმა აფხაზეთი უკვე დატოვა.
XS
SM
MD
LG