Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვა დაიწყო


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვა დაიწყო და დღეს ექვს მოწმეს მოუსმინა. სახელმწიფოთა დავის საგანს წარმოადგენს 2006 წელს, რუსეთიდან ქართველთა მასობრივად დეპორტაცია, რომლის გამოც თბილისმა მოსკოვს სტარსბურგის სასამართლოში 2007 წლის გაზაფხულზე უჩივლა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თინა ბურჯალიანის, შეფასებით, ”საქმე უნიკალურია, რადგან ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის, რუსეთის რასისტულ და ეთნიკური ნიშნით მოტივირებულ პოლიტიკას შეეხება”. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმის განხილვას დღეს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომლის შეფასებით სტრასბურგში როგორც სამართლებრივად, ასევე, პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს. თბილისში იმედი აქვთ, რომ სასამართლო რუსეთის მიერ ქართველთა უფლებების ხელყოფას დაადასტურებს.
XS
SM
MD
LG