Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ბელორუსიის ხელისუფლებას


მოსალოდნელია, რომ ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სანქციებს დაუწესებენ ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბრიუსელში იმართება. როგორც იტყობინებიან, ევროკავშირის მინისტრები ალბათ ხელახლა დაუწესებენ სამგზავრო ვიზების გაცემის აკრძალვას ბელორუსიის ხელისუფლების წარმომადგენლებს პასუხად საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარზე. ბელორუსიის ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლები. დააპატიმრა ასობით აქტივისტი, მათ შორის საპრეზიდენტო კანდიდატებიც. ევროკავშირის შეხვედრის წინ ბელორუსიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვირას ციხიდან გაათავისუფლეს შვიდი პატიმარი, მათ შორის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ვლადიმირ ნეკლიაევი და ცნობილი ჟურნალისტი ირინა ხალიპი. მაგრამ გათავისუფლებულები შინაპატიმრობაში რჩებიან.
XS
SM
MD
LG