Accessibility links

logo-print

„ოლიმპსტროიში“ კორუფციის ფაქტებს იძიებენ


რუსეთის კრასნოდარის მხარის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის ექვსი საქმე სახელმწიფო კორპორაცია „ოლიმპსტროიში“ კორუფციის ფაქტებზე. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 2007-2010 წლებში ეჭვმიტანილმა პირებმა კანონის დარღვევით 23 მილიონ რუბლზე მეტი მიითვისეს (რაც დაახლოებით 1,5 მილიონ ლარს უდრის). დღესვე, უფრო ადრე, გავრცელდა ცნობა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო თანამდებობიდან გადადგა „ოლიმპსტროის“ გენერალური დირექტორი თეიმურაზ ბოლოევი.
XS
SM
MD
LG