Accessibility links

მუბარაკმა მთავრობა შეცვალა, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა


ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა მინისტრთა ახალი კაბინეტი აკურთხა. ეს ნაბიჯი შედეგია მისი 30- წლიანი მმართველობის მიმართ საპროტესტო გამოსვლებისა. ეგვიპტეში მეშვიდე დღეა, გრძელდება საპროტესტო გამოსვლები. მისი მონაწილეები პრეზიდენტ მუბარაკის გადადგომას ითხოვენ. შინაგა საქმეთა მინისტრი, ჰაბიბ ელ-ადლი, რომელსაც ფართოდ სდებენ ბრალს სისასტიკეში, შეიცვალა პოლიციის გენერლით, მაჰმუდ ვაგიდით. მუბარაკმა შეინარჩუნა თავისი დიდი ხნის მოკავშირე, თავდაცვის მინისტრი, ჰესეინ ტანტავი და საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ აბულ ღეიტი. ოპოზიცია აცხადებს, რომ სამშაბათს „მილიონიან მარშს“ და საყოველთაო გაფიცვას გამართავს. ტელევიზიის თანახმად, გაუქმდა მატარებლის მოძრაობა მას მერე, რაც ეს მოწოდება გავრცელდა. არმიამ გამოაცხადა, რომ ის ძალას დემონსტრანტების წინააღდდეე არ იხმარს. თუმცა სამხედროების თანახმად, ისინი იზრუნებენ, რომ არ მოხდეს ქმედება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების დესტაბილიზებას გამოიწვევს. ერთი კვირის წინ არეულობის დაწყების შემდეგ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების დროს ასზე მეტი ადამიანი დაიხოცა.

XS
SM
MD
LG