Accessibility links

logo-print

ეგვიპტის ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შესახებ აცხადებს


ეგვიპტის ახალი ვიცე-პრეზიდენტი ომარ სულეიმანი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა დაავალა ოპოზიციასთან დიალოგი დაიწყოს. ეგვიპტეში ანტისამთავრობო გამოსვლები ერთ კვირაზე მეტია გრძელდება. გუშინ ქვეყანაში სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა შეწყდა - მას შემდეგ, რაც ქაიროშიო დემონსტრანტებმა ”მილიონების მარშის” ჩატარების შესახებ განაცხადეს. ეგვიპტის არმიამ განაცხადა, რომ არ გამოიყენებს ძალას მომიტინგეების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG