Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაირო „მილიონიანი მარშის“ მოლოდინში


კაიროს ცენტრში ათასობით დემონსტრანტია შეკრებილი, რომელიც დღეს დაგეგმილ „მილიონიან მარშში“ მონაწილეობისათვის ემზადება. მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორია ეგვიპტის ოპოზიცია, რომელიც პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის გადადგომას ითხოვს, მიუხედავად კომენდანტის საათისა, უმარვი დემონსტრანტი არ დაემორჩილა ხელისუფლების გაფრთხილებას და მთელი ღამე კაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე გაატარა. თუმცა, ხელისუფლებამ რკინიგზის მიმოსვლაც კი შეაჩერა, რათა ხელი შეეშალა დემონსტრანტების შეკრებისათვის. მასობრივი დემონსტრაცია კაიროს გარდა იგეგმება ქალაქ ალექსანდრიაშიც. ეგვიპტის სამხედრო უწყებამ ორშაბათს განაცხადა, რომ არ შეუშლის ხელს საპროტესტო მსვლელობას.
XS
SM
MD
LG