Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანელი მოსამართლე ამერიკელი მოხელის წინააღმდეგ


პაკისტანელი მოსამართლე ხელისუფლებისგან მოითხოვს, რათა პატიმრობაში დატოვოს შეერთებული შტატების მოხელე, რომელიც ეჭვმიტანილია ორი პაკისტანელის მკვლელობაში. ქალაქ ლაჰორის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემა მოუწოდა ხელისუფლებას, რათა გადაწყვეტილება გამოიტანოს 15 დღის განმავლობაში, იცავს თუ არა ამერიკელ მოქალაქეს დიპლომატიური იმუნიტეტი. შეერთებული შტატების მთავრობას სურს, რათა ამერიკელი დიპლომატი, რომლის ხელშეუხებლობა ვენის კონვენციითაა გარანტორებული, გათავისუფლდეს საამართლოდან. ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ეთანხმება მოსაზრებას, რომ დიპლომატმა, რომელმაც ბრალდების თანახმად გასულ კვირას ორ შეიარაღებულ პირს ცეცხლი გაუხსნა, იარაღი თავდაცვის მიზნით გამოიყენა.
XS
SM
MD
LG