Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ელცინის 80 წლისთავი აღინიშნება


რუსეთში ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის 80-ი წლისთავი აღინიშნება. ცოტ ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ელცინი დაახასიათა, როგორც „მტკიცე ნებისყოფის“ ლიდერი, რომელმაც სირთულეების მიუხედავად, 1990-იან წლებში რუსეთი დემოკრატიულ გზაზე დაყენა. მედვედევმა 1 თებერვალს ელცინის მშობლიურ ქალაქ ეკატერინბურგში ყოფილი პრეზიდენტის მონუმენტი გახსნა. ბორის ელცინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე 1991 წლიდან მუშაობდა და თანამდებობა 1999 წელს, ახალი წლის წინა დღეს დატოვა და ქვეყნის მართვა პოლიტიკურ მემკვიდრედ არჩეულ ვლადიმირ პუტინს გადააბარა. ბორის ელცინი გულის შეტევით 2007 წლის 27 აპრილს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG