Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია სამდღიანი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა


სამდღიანი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც ვაშინგტონში შეხვდება სენატორებს მაკკეინს და ლიბერმანს. ირაკლი ალასანია მიწვეულია სენატორებისა და კონგრესმენების ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც ტრადიციული საუზმის ფორმატით და პრეზიდენტ ბარაკ ობამას მონაწილეობით გაიმართება. აშშ-ში გამგზავრებამდე ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ სენატორებთან და თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას ისაუბრებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების და საარჩევნო რეფორმის საკითხებზე.
XS
SM
MD
LG