Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი გერმანიის კანცლერს შეხვდება


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო პრესით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა გელა ბეჟუაშვილმა თანამდებობა დატოვა. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ გელა ბეჟუაშვილი კვალიფიკაციის ასამაღლებლად აშშ-ში იმყოფება, საქართველოში თვე-ნახევრის შემდეგ დაბრუნდება და მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. ამავე ბრიფინგზე მანჯგალაძემ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება გამორიცხა, აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება, მანამდე კი, მიუნხენში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში შეხვდება გერმანიის კანცლერს.
XS
SM
MD
LG