Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელ ბარადეი მუბარაკს გადადგომისაკენ მოუწოდებს


„მილიონიანინი მარშის“ დღეს, 1 თებერვალს ასობით ათასობით დემონსტრანტმა გაავსო კაიროს ცენტრში მდებარე ტაჰრირის მოედანი. პოზიციის ლიდერმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა მოჰამედ ელ ბარადეიმ მოწუოდა ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაკს, დატოვოს ქვეყანა პარასკევამდე, რათა თავიდან აიცილოს სისხლისღვრა. როგორ არაბულ ტელარხ ალ-არაბიას განუცხადა ელ ბარადეიმ, უნდა დაიწყოს ყოვლისმომცველი დიალოგი მუბარაკის შემდეგ ქვეყნის მოწყობისათვის. თუმცა, როგორც ზოგიერთი რეპორტიორი იუწყება ეგვიპტიდან, კაიროში მუბარაკის მომხრეები ასევე ემზადებიან კონრტ-დემონსტრაციისა და მუბარაკის მოწინააღმდეგეების პროვოკაციისათვის. აი, რას იტყობინება კაიროდან ტარეკ ელ-შამი, შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული არაბულენოვან სატელევიზო ქსელ „ალჰურას“ კორესპონდენტი. „პრეზიდენტ მუბარაკის მხარდამჭერი ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა გასულ ღამეს კაიროს სხვადასხვა ადგილზე. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ მათ აქვთ დანები და სხვა საგნები და შესაძლოა წავიდნენ ტაჰრირის მოედანზე გამართულ მთავრ დემონსტრაციაზე, რათა მოახდინონ შეტაკების პროვოცირება მუბარაკის მოწინააღმდეგეებთან.“ ეგვიპტის სამხედრო უწყებამ ორშაბათს განაცხადა, რომ არ შეუშლის ხელს საპროტესტო მსვლელობას და „არ გამოიყენებს იარაღს ეგვიპტელი ხალხის წინააღმდეგ.“
XS
SM
MD
LG