Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში უპრეცედენტო მასშტაბის აქციები შედგა


დღეს ეგვიპტეში პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის 30-წლიანი მმართველობის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტების ზუსტი რაოდენობის შესახებ სხვადასხვა მონაცემები ვრცელდება - ასი ათასობით მონაწილიდან 2 მილიონამდე. აქცია კაიროში, თაჰრირის მოედანზე გაიმართა, მუბარაკის გადადგომის მოთხოვნით. მასშტაბური აქციები შედგა სხვა ქალაქებშიც - მათ შორის ალექსანდრიასა და სუეცში. ოპოზიციის ლიდერი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მუჰამედ ელ ბარადეი მუბარაკს მოუწოდებს ქვეყანა პარასკევამდე დატოვოს, რათა სისხლისღვრა თავიდან იქნეს აცილებული. ეგვიპტის ჯარმა პირობა დადო, რომ დემონსტრანტებს არ დაუპირისპირება და განაცხადა, რომ აღიარებს „ხალხის ლეგიტიმურ უფლებებს“. თუმცა ეგვიპტეში ბევრი შიშობს, რომ მუბარაკის მომხრეების მიერ საპირისპირო აქციების გამართვა ძალადობრივ კონფრონტაციას გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG