Accessibility links

logo-print

იორდანიის მეფემ მთავრობა დაითხოვა


იორდანიის მეფე აბდულამ მთავრობა დაითხოვა - იმ ფონზე, როცა ქვეყანაში უკვე რამდენიმე კვირაა ოპოზიციური აქციები მიმდინარეობს, ქვეყანაში ცვლილების განხორციელების მოთხოვნით. სამეფო სასახლის განცხადებით, მეფემ სამხედრო საკითხებში თავისი ყოფილი მრჩეველი, მარუფ ბახიტი ახალ პრემიერ-მინისტრად დანიშნა და ახალი კაბინეტის ფორმირება დაავალა, რათა „ჭეშმარიტი პოლიტიკური რეფორმები“ გატარდეს. ბოლო სამი კვირაა ამანში ყოველ პარასკევს ათასობით პირი უერთდება დემონსტრაციას, რომლის მოთხოვნებს წარმოადგენს მთავრობის გადადგომა და პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარება.
XS
SM
MD
LG