Accessibility links

რუსეთი: ბელორუსიისთვის დაწესებული სანქციები „კონტრპროდუქტიულია“


რუსეთმა დაგმო და „კონტრპროდუქტიული“ უწოდა ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ბელორუსიისთვის სადამსჯელო სანქციების დაწესებას. სანქციების მიზეზი დეკემბერში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი ზეწოლა გახდა ოპოზიციაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სანქციები ვითარებას არ წაადგება - და რომ ისინი პოლიტიკური მოსაზრებით დაინიშნა. დასავლეთის ქვეყნებმა დაგმეს ბელორუსიაში ოპოზიციაზე განხორციელებული ზეწოლა. არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს მორიგი გამარჯვების შემდეგ, ოპოზიციის ასობით მომხრე დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG