Accessibility links

logo-print

ეგვიპტელები მუბარაკის გამოსვლას ელოდებიან


ასი ათასობით დემონსტრანტი კაიროს ცენტრში, თაჰრირის მოედანზე რჩება და პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის გამოსვლას ელის. გავრცელებული ვარაუდით, მუბარაკი იტყვის, რომ მისი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ, ანუ სექტემბრიდან, ხელისუფლებაში აღარ დარჩება. მუბარაკის გადადგომის მოთხოვნით დღეს ეგვიპტეში უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტების ზუსტი რაოდენობის შესახებ განსხვავებული მონაცემები ვრცელდება - ასი ათასობით მონაწილიდან 2 მილიონამდე. ოპოზიციის ლიდერი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მუჰამედ ელ ბარადეი მუბარაკს მოუწოდებს ქვეყანა პარასკევამდე დატოვოს, რათა სისხლისღვრა თავიდან იქნეს აცილებული. ეგვიპტის ჯარმა პირობა დადო, რომ დემონსტრანტებს არ დაუპირისპირება და განაცხადა, რომ აღიარებს „ხალხის ლეგიტიმურ უფლებებს“. თუმცა ეგვიპტეში ბევრი შიშობს, რომ მუბარაკის მომხრეების მიერ საპირისპირო აქციების გამართვა ძალადობრივ კონფრონტაციას გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG