Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში თავდაცვის შესაძლებლობათა გაუმჯობესებაზე მსჯელობენ


ბათუმში დაიწყო საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მონაწილეები მსჯელობენ საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობათა გაუმჯობესებაზე, რეზერვის სისტემისა და თავდაცვის სფეროს გამჭვირვალობაზე, გლობალურ უსაფრთხოებაზე, ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციასა და ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობაზე. ორდღიან კონფერენციაში საქართველოს წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობენ ნატოს საერთაშორისო სამხედრო შტაბის გენერალური დირექტორი იურგენ ბორნემანი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე სელესტ ვალანდერი.
XS
SM
MD
LG