Accessibility links

მუბარაქის მომხრეთა და დემონსტრანტებს შორის კაიროში შეტაკება მოხდა


ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მომხრეთა და დემონსტრანტებს შორის, რომლებიც მისი 30-წლიანი მმართველობის აღსასრულს მოითხოვენ, შეტაკება მოხდა კაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედნაზე. ორმა ჯგუფმა ერთმანეთს ქვების სროლა დაუწყო მას მერე, რაც მუბარაქის მომხრეებმა გზა გაიკვლიეს მოედნისკენ, სადაც შეკრებილი ათასობით ადამიანი მოითხოვდა მუბარაკის დადადგომას. არიან დაშავებულები. ეგვიპტის არმიამ ერთკვირიანი მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ "ნორმალური ცხოვრების აღდგენისკენ" მოუწოდა მოსახლეობას. სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეებს მიეცათ უფლება, გამოეხატათ თავიანთი კანონიერი მოთხოვნები. გუშინ მუბარაქმა თქვა, რომ ის, მთელ ქვეყანაში გამოსვლების შედეგად, სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
XS
SM
MD
LG