Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემონსტრანტებზე მუბარაქის მომხრეთა თავდასხმისას ასეულობით პირი დაშავდა


ეგვიპტის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის ათასობით მომხრემ იერიში მიიტანა დღეს დემონსტრანტებზე, რომლებიც მისი 30-წლიანი მმართველობის აღსასრულს მოითხოვენ. შეტაკება ხდება კაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედნაზე. ორმა ჯგუფმა ერთმანეთს ქვების სროლა დაუწყო მას მერე, რაც მუბარაქის მომხრეებმა გზა გაიკვლიეს მოედნისკენ, სადაც შეკრებილი ათასობით ადამიანი მოითხოვდა მუბარაკის დადადგომას. დასავლეთის ტელეარხების ინფორმაციით, ასობით ადამიანი დაშავდა. გავრცელებული კადრებზე ჩანს, რომ უსაფრთხოების ძალები წყლის ჭავლს იყენებს, დაპირისპირებული ძალების დასაშოშმინებლად. ზოგ შემთხვევაში, არმია, რომელმაც დღეს ერთკვირიანი მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ ნორმალური ცხოვრების აღდგენისკენ მოუწოდა მოსახლეობას, დაპირისპირებაში არ ერევა, ის მხოლოდ ერთმანეთისგან მათ დაშორებას ცდილობს. სარდლობის მეთაურობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეებს მიეცათ უფლება, გამოეხატათ თავიანთი კანონიერი მოთხოვნები. გუშინ მუბარაქმა თქვა, რომ ის სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს მთელ ქვეყანაში გამოსვლების შედეგად.
XS
SM
MD
LG