Accessibility links

logo-print

კრემლი ხოდორკოვსკის საქმის შესწავლის ნებას დართავს ექსპერტებს


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა თანხმობა განაცხადა, ნება დაერთოს იურისტ ექსპერტთა ჯგუფს, შეისწავლოს ყოფილი ნავთობმაგნატის მიხაილ ხოდორკოვსკის საქმე. უფლებადაცვის საკითხებში კრემლის მთავარი მრჩევლის, მიხაილ ფედოტოვის თქმით, მედვედევს ეს იდეა უფლებების დაცვის საბჭოს დახურულ სხდომაზე მიაწოდეს. ფედოტოვის განმარტებით, ექსპერტები არ განიხილავენ ხოდორკოვსკის განაჩენს, მაგრამ ილაპარაკებენ სისტემატურ პრობლემებზე, რომლებიც ახლავს საქმეების განხილვას. ხოდორკოვსკის ადვოკატი მიესალმა გადაწყვეტილებას, მაგრამ თქვა, რომ მის გატარებაში ეჭვი ეპარება.
XS
SM
MD
LG