Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპა ბელორუსიის ოპოზიციას 87 მილიონ ევროს გამოუყოფს


ვარშავაში გამართულმა დონორთა კონფერენციამ მიიღო გადაწყვეტილება, ბელორუსიის ოპოზიციური მოძრაობისათვის 87 მილიონი ევროს გამოყოფის თაობაზე. ამგვარი ფონდის შექმის თაობაზე ინიციატივა ეკუთვნის პოლონეთის პრემიერ-მინისტრ რადოსლავ შიკორსკის, რომელმაც 2 თებერვალს ალექსანდ ლუკაშენკოს ტუნისსა და ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებისაკენ მოუწოდა. ნს020241 „ შესაძლოა ჯერ კიდევ იყოს დრო შემობრუნებისთვის. დეკემბრის შემდეგ რაღაცეები იცვლება და რაღაცეები ხდება. [ტუნისის პრეზიდენტის] ბატონ ბენ ალის, [ეგვიპტის პრეზიდენტი] ბატონ მუბარაკის და სხვების მაგალითმა შესაძლოა დააფიქროს პრეზიდენტი ლუკაშენკო, რომ გზა, რომელიც მან აირჩია, შესაძლოა პირადად მისთვის არ იყოს ყველაზე საუკეთესო.“ ევროკომისიამ განაცხადა, რომ 2011-2013 წლებში 15.6 მილიონ ევრომდე გაზრდის დახმარებას ბელორუსიაში ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. დონორთა ვარშავის კონფერენციამდე ერთი დღით ადრე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა შეათანხმეს სანქციების ნუსხა, რომელიც ლუკაშენკოსა და ბელორუსიის ხელისუფლების 157 წევრის მიმართ სავიზო და ფინანსური სანქციების შემოღებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG