Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სურსათზე ფასები რეკორდულად მატულობს


სურათზე ფასების ზრდამ მსოფლიოს მასშტაბით ახალ რეკორდულ მაჩვენებლს მიაღწია. ამის თაობაზე საუბარია სპეციალურ გამოკვლევაში, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ჩაატარა. სურსათის ფასების ინდექსის თანახმად, 1990-ანი წლებიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი ფასები დაფიქსირდა 2008 წლის ივნისში, როდესაც მსოფლიოში მწვავე სურსათის კრიზისი იყო. თუმცა, გაეროს ანგარიშის თანახმად ამჟამად ხორბალზე, ზეთზე, რძეზე, ხორცსა და შაქარზე ფასები კიდევ უფრო გაზრდილია. თუკი 2008 წლის ივნისში სურსათის ფასი საშუალოდ 224.1 პუნქტს უდრიდა, იანვრის გამოკვლევით საშუალო მაჩვენებელმა 230.7 პუნქტს მიაღწია.
XS
SM
MD
LG