Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო კომიტეტებს გრძელვადიანი პაემნების საკანონმდებლო ინიციატივა გააცნეს


საქართველოში ამჟამად 23 300 პატიმარია - ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. პატიმართა რაოდენობით პარლამენტის დეპუტატი, ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი გიორგი ცაგარეიშვილი დაინტერესდა. მინისტრის მტკიცებით, ინფორმაცია მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ საჯაროა და მისი მოძიება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ხათუნა კალმახელიძემ უარყო სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული მონაცემები, რომლის თანახმად, საქართველოში ამჟამად 60 ათასამდე პატიმარია. საპარლამენტო კომიტეტებს მინისტრმა გააცნო გრძელვადიანი პაემნების საკანონმდებლო ინიციატივის დეტალები და განმარტა, რომ 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის შენობებში პაემნის ღირებულება 60 ლარი იქნება.
XS
SM
MD
LG