Accessibility links

logo-print

აშშ გმობს ეგვიპტეში ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლას


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს დაგმო, მისი თქმით, კამპანია, რომელიც ჟურნალისტების მუშაობისთვის ხელის შეშლისკენაა მიმართული ეგვიპტეში. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ თქვა, რომ მიზანმიმართული მოქმედებით ეშლება ხელი ჟურნალისტების მუშაობას კაიროში. ეს რეაქცია მოჰყვა ბრიტანული კომპანია ვოდაფონის განცხადებას, რომ ეგვიპტის ხელისუფლებამ მობილური ტელეფონის ოპერატორები აიძულა პროსამთავრობო მესიჯები გაევრცელებინა საპროტესტო გამოსვლების მსვლელობისას.
XS
SM
MD
LG