Accessibility links

logo-print

რუსეთი ეგვიპტისთვის „ულტიმატუმების“ წაყენების წინააღმდეგია


რუსეთი ეგვიპტეში მიმდინარე პროცესებში უცხო ქვეყნების ჩარევის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა თავად უნდა შესძლონ ძალადობრივი ამბოხების დასრულება. საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, გავრცელებულ განცხადებაში ამბობს: „ჩვენ არ ვთვლით, რომ გარედან გარკვეული რეცეპტების მიწოდება და ულტიმატუმების წაყენება სარგებელს მოიტანს.“ დღეს უფრო ადრე ეგვიპტეს ვითარების დამშვიდების მიზნით პოლიტიკური ცვლილებების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ ევროკავშირის ხუთმა წევრმა მოუწოდა - ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ესპანეთმა.
XS
SM
MD
LG