Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი გმობს ეგვიპტეში მედიაზე ზეწოლას


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს დაგმო, მისი თქმით, კამპანია, რომელიც ჟურნალისტების მუშაობისთვის ხელის შეშლისკენაა მიმართული ეგვიპტეში. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ თქვა, რომ მიზანმიმართული მოქმედებით ეშლება ხელი ჟურნალისტების მუშაობას კაიროში. ეგვიპტეში მედიაზე თავდასხმა საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის და გერმანიის პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმაც გააოპროტესტეს. გავრცელებული ცნობებით, კაიროს ქუჩებში უცხოელ ჟურნალისტებს მთავრობის მომხრე ჯგუფები ესხმიან თავს. როგორც იუწყებიან, რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს. ამასთან, დასავლეთის კრიტიკული რეაქცია მოჰყვა ბრიტანული კომპანია ვოდაფონის განცხადებას, რომ ეგვიპტის ხელისუფლებამ მობილური ტელეფონის ოპერატორები აიძულა პროსამთავრობო მესიჯები გაევრცელებინა საპროტესტო გამოსვლების მსვლელობისას.
XS
SM
MD
LG