Accessibility links

logo-print

იემენში საპროტესტო აქციები გაიმართა


იემენის დედაქალაქ სანაში მასობრივი დემონსტრაციები გამარტეს როგორც მთავრობის მოწინააღმდეგეებმა, ისე მომხრეებმა. ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის 30-წლიანი მმართველობის დასრულების მოწოდებით გამოვიდნენ. სალეჰმა ოთხშაბათს პირობა დადო, რომ 2013 წელს, მიმდინარე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, კენჭს აღარ იყრის და ხელისუფლებას არც თავის ვაჟს გადასცემს. მაგრამ მთავრობის მოწინააღმდეგეებისთვის ეს საკმარისი არ არის. მთავრობის ათასობით მომხრე კი ოპოზიციის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოვიდა. ორივე დემონსტრაცია მშვიდობიანად დასრულდა.
XS
SM
MD
LG